ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს.

მერცის თქმით, ისრაელის სამხედრო გეგმა ქალაქ ღაზის გაკონტროლების შესახებ ბუნდოვანია და უამრავი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

„გერმანია შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ღაზის სექტორში. გერმანიის მთავრობა არ გასცემს ავტორიზაციას სამხედრო აღჭურვილობის რაიმე ექსპორტზე, რომელიც შეიძლება სექტორში გამოიყენონ“, - აღნიშნა კანცლერმა.

როგორც BBC წერს, წლების მანძილზე ისრაელისთვის გერმანია იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი იყო.

ცნობისთვის, დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია