აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის დაკვეთას ასრულებს, რაც ქვეყანას დასავლეთთან აშორებს.

ირაკლი კობახიძე არაკანონიერი ხელისუფლებაა. თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „ოცნებისგან“ ახალი არაფერია, ისინი რუსულ გზაზე არიან ძალიან დიდი ხანია. კობახიძის სამარცხვინო განცხადების პარალელურად, რუსებიც იმავეს იმეორებენ. ოკუპანტების დავალებას ასრულებს რუსული ოცნება“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია 254-ე დღეა მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა.

აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს