„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს

ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.

„8 აგვისტოს საღამოს 18:00-ზე დასრულდა განცხადებების მიღების პროცესი და დღეის მდგომარეობით, სულ 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საიდანაც 14 სუბიექტი უკვე რეგისტრირებული გახლავთ, როგორც ამ მომართვის ნაწილში, ისე რეგისტრაციის განხავავებული ვადების ნაწილში, სამ სუბიექტთან მიმართებით პროცესი არის განხილვაში და კანონით გათვალისწინებულ ვადებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.

ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით. დასრულდა რა, მომართვის ვადა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხის შესაბამისად, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს განხილვა, რათა დროულად იქნეს პარტიებისთვის იდენტიფიცირებული სუბიექტის რიგითი ნომრები, რომელიც მათ საინფორმაციო საარჩევნო კამპანიებში იქნება გამოყენებული.

შესაბამისად, წარმოდგენილია განკარგულების პროექტი, რომელშიც კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა. იქიდან გამომდინარე, რომ 12 სუბიექტზეა საუბარი, პირველი ნომრიდან 12 თავისუფალი ნომერი იქნება გათამაშებული.

ორი სუბიექტის ნომრები, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე, წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5, პარტიას - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის