ლევან სანიკიძე საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე - როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდება მის პატრონს, იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში 5-იანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია

როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, „ხუთიანი“ დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში „ხუთიანს“ ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციის არ გავლასა და საარჩევნო ნომრის დაკარგვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პარტია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ადრე თუ გვიან, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, პარტია კუთვნილ საარჩევნო ნომერს დაიბრუნებს.

„ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები და შეუპოვრები. ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, ჩვენ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ. ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული საარჩევნო ნომერზე. თუ უნდათ „ხუთიანის“ წაღება, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე. როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, „ხუთიანი“ დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში „ხუთიანს“ ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია“,- განაცხადა სანიკიძემ.

ლევან სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან ცესკო-მ პარტიის თხოვნა არ გაითვალისწინა, შეუძლიათ საარჩევნო ნომრები იქ წაიღონ და დააბინაონ, სადაც არჩევნების შემდეგ კომისიის დასკვნას შეინახავენ.

„თავის დროზე ჩვენ ცესკო-ს ფორმალურად მივმართეთ, რომ „ხუთიანის“ ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში. მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ხუთიანი აახიონ“, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ იქ, სადაც სხვა დოკუმენტების შენახვაც მოუწევთ, მათ შორის იმ კომისიის დასკვნის, რომლის გამოქვეყნებასაც სექტემბერში აპირებენ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი