Wall Street Journal - ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს განუცხადა, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ შეწყვეტს

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს განუცხადა, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ შეწყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს კრემლში შეხვედრისას განუცხადა, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკის ოლქიდან ჯარებს გაიყვანს.

„ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ტრამპსა და უიტკოფთან სატელეფონო საუბრებში მონაწილეობდნენ, ეჭვი გამოთქვეს, რომ პუტინი შეთავაზებას იყენებს, როგორც ხრიკს, რათა აშშ-ის მიერ ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესება თავიდან აიცილოს“, - წერს გამოცემა.

ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის წინადადება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე უკრაინა დონეცკიდან ჯარებს გაიყვანს და ფრონტის ხაზი გაიყინება, ხოლო მეორე ეტაპზე ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი საბოლოო სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდებიან, რომელსაც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავენ.

გამოცემა წერს, რომ პუტინის წინადადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ მოიცავს. ამასთან, წინადადების ფარგლებში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა კანონს მიიღებს, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, რომ მომავალში უკრაინასა და ევროპას თავს არ დაესხას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს