თეონა აქუბარდია - მტრის ამოცანაა, რომ ოკუპაციას შევეგუოთ, ამას უკავშირდება „ქართული ოცნების“ რიტორიკაც, რომელიც მტრის ხატს აქრობს და უპირისპირდება ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტის იმ ინტერესს, რომელიც ფეხქვეშ გათელა რუსეთმა

მტრის ამოცანაა, რომ ოკუპაციას შევეგუოთ და დავნებდეთ, სწორედ ამას უკავშირდება „ქართული ოცნების“ ის რიტორიკა, რომელიც მტრის ხატს აქრობს და უპირისპირდება სამშობლოსა და საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის იმ ინტერესს, რომელიც ფეხქვეშ გათელა რუსეთმა - ირაკლი კობახიძემ ან შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბრონ, საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, რომ ამ ომის შემოქმედი რუსეთია,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ომი დღემდე გრძელდება, მავთულხლართებისა გავლებითა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობით.

„17 წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ და იმ თავგანწირულმა ბრძოლამ, რომელიც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიმდინარეობდა, უამრავი გმირის ისტორია დაწერა. დღეს გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების დღეა, რომელიც ოკუპანტებმა წამებით მოკლეს, რომელმაც უარი თქვა ქართულ დროშაზე დაებიჯებინა ფეხი. ამით მან შექმნა იმ უკვდავი გმირობის ისტორია, რომლითაც საქართველო ამაყობს და მომავალშიც იამაყებს, ისევე როგორც იმ 18 ქართველით, რომლებიც ფოთში რუსეთის დაბომბვას შეეწირნენ. ეს კი კიდევ ერთი მაჩვენებელია რუსეთის სისასტიკისა და ფართომასშტაბიანი აგრესიის, რომელსაც საქართველო დაუპირისპირდა 17 წლის წინ. ანწუხელიძე უკვდავი და გმირია, საქართველო გმირების სამშობლოა და როდესაც დღეს მცდელობაა, რომ რუსეთის აგრესიის კვალის წაშლა და რუსეთის გათეთრება მოხდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ანწუხელიძის გმირობა და თავგანწირვა, რომელიც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ამ წლების განმავლობაში ვნახეთ, არის იმის საწინდარი, რომ ქვეყანა მშვიდობით გავაერთიანოთ და არ ვიქცეთ რუსული გავლენის ობიექტად, საითკენაც სამწუხაროდ დღევანდელი რეჟიმი ქვეყანას იმეტებს. გმირები არ კვდებიან.

მტრის ამოცანაა, რომ ოკუპაციას შევეგუოთ და დავნებდეთ, სწორედ ამას უკავშირდება „ქართული ოცნების“ ის რიტორიკა, რომელიც მტრის ხატს აქრობს და უპირისპირდება სამშობლოსა და საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის იმ ინტერესს, რომელიც ფეხ ქვეშ გათელა რუსეთმა და ამ ომს დღემდე იქნება ეს მავთულხლართების გავლებით თუ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობით, თუ მათ შორის იმ გავლენებით,რომელიც თბილისში ყველაზე მეტად იგრძნობა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში.

შესაბამისად ირაკლი კობახიძემ ან შალვა პაპუაშვილმა, რაც არ უნდა ისაუბროს საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, რომ ამ ომის შემოქმედი რუსეთია, ეს აღიარებულია სტრასბურგსა და ჰააგაში. ჩვენი ვალია, რომ არ დავუშვათ ის ოკუპაცია, რომელსაც რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელით [ახორციელებს]. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის ის ინტერესი, რომელსაც კრემლი და ივანიშვილის „ოცნება“ ერთად ებრძვიან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა