ბათუმის მერია - დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვითი სამუშაოებია დაწყებული, სრულად აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა, ელექტროენერგიის მიწოდება კი აღდგენილია უმეტეს ნაწილში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დატბორილ ქუჩებზე, სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. მათივე ცნობით, ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

„ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.

დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. ,,ბათუმის წყლის” და ,,აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვით სამუშაოები.

შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.

მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური”,- აცხადებენ უწყებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე