პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარდა, შსს-ს თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ასევე, ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღეს.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1999 წელს დაბადებული დ.ძ., 1978 წელს დაბადებული გ.ჩ., 1987 წელს დაბადებული კ.გ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ბ.ქ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული თ.მ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1961 წელს დაბადებული მ.მ., 1976 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული ზ.ქ., და 1970 წელს დაბადებული რ.მ.

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა