ლევან სანიკიძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე - გვიხარია, რომ კავკასიაში ისევ აქტიურად იქნება აშშ, მაგრამ სად არის საქართველო? -საქართველო იქამდე არ იქნება ამის ნაწილი, ვიდრე ივანიშვილი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს მართავს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა აშშ-ის გარანტიით, მაგრამ საქართველო ამ პროცესს მიღმაა, ქვეყანა აღარ ასრულებს იმ წამყვან როლს, რაც ადრე ჰქონდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველო მშვიდობის შესახებ მოლაპარაკების ნაწილი იქამდე ვერ იქნება, ვიდრე „ივანიშვილი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს მართავს”.

„მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ნამდვილად მინდა მივულოცო ჩვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის გარანტორიც აშშ-ია. ეს არის ნამდვილად დიდი მიღწევა ჩვენი მეზობლებისთვის, მაგრამ ამ დროს ისმის შეკითხვა, სად არის საქართველო? სად არის საქართველო, რომელიც რეგიონში იყო ლიდერი? სად არის საქართველო, რომელმაც ამ წუთის მდგომარეობით ვერ მიიღო ვერანაირი მშვიდობის გარანტია? როდესაც ჩვენ გვესმის და ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არსებობს საფრთხეები უსაფრთხოების თვალსაზრისით, ზუსტად ამის დაზღვევა მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ჩვენ ამ შეხვედრაზე არ ვიყავით წარმოდგენილი, საქართველო კარგავს იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც ჯერ წინა ხელისუფლების პერიოდამდე შეიძინა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკვე განსაკუთრებითი ფუნქცია ჰქონდა და ევროპული ინტეგრაციით, დემოკრატიის მშენებლობით, ამ მნიშვნელოვან ფუნქციათა პაკეტის შეძენით იყო წამყვანი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი, საქართველო ამ მოვლენებს მიღმა დარჩა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ სომხეთსა და აზერბაიჯანს გაფორმებულ შეთანხმებას, გვიხარია, რომ კავკასიაში ისევ აქტიურად იქნება აშშ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვსვამთ შეკითხვას, სად არის საქართველო და საქართველო იქამდე არ იქნება ამ მოლაპარაკების ნაწილი, ვიდრე ივანიშვილი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს მართავს”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის