ანტონიო გუტერეში - ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს

ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება ზრდის იმის რისკს, რომ მილიონით პალესტინელისთვის უკვე არსებული კატასტროფული შედეგები კიდევ უფრო გამწვავდეს. ასევე, შეიძლება საფრთხეში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე აღმოჩნდეს, მათ შორის მძევლების“, - ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.

მისი თქმით, ისრაელის გადაწყვეტილება „იძულებით გადასახლებას, მასობრივ ნგრევასა და ღაზაში პალესტინელების ტანჯვას გაამწვავებს“.

შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გეგმა დაამტკიცა, რომელიც ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს