პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ბებრისში სანადირო თოფით ერთი პირი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში შელაპარაკების საფუძველზე, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან ერთ პირს ესროლა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად ბრალდებულმა ასევე, განზრახ საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფ სხვა პირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, სამსხურებრივი ავტომანქანებით სოფელ ბებნისში გამოცხადდნენ სამართალდამცველები. ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ორი პოლიციელი, ერთს კი თავის არეში დაუმიზნა სანადირო თოფი და სცადა გასროლა. ბრალდებულმა სროლის შედეგად დააზიანა შს სამინისტროს სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანაც. მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მამას.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის