ნიკა გვარამია საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე - რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ - მთავარია, ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ

4 ნომერი დაგვიკარგავს “ახლებს” და 5 ნომერი დაუკარგავს “ნაციონალურ მოძრაობას” - ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიის საარჩევნო ნომრების დაკარგვას.

როგორც გვარამიას “ფეისბუქზე” გავრცელებულ მისსავე წერილშია აღნიშნული, მთავარია, რომ ღირსება არ დაკარგეს.

“სამშობლოს ვკარგავთ და სრულიად მეორეხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. სამშობლოც უნდა დავიბრუნოთ და ნომრების დროც მოვა.

მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ“,- ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს