რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი - უკრაინა - დაზარალდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა არის ბალახი სპილოებს შორის დავაში.

„გახსოვთ ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით კავდებიან, ბალახი ყოველთვის ზარალდება. როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი - ამ შემთხვევაში, უკრაინა - დაზარალდება“, - აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერის აღნიშნულ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე ის საფრთხე, რომელსაც აგრესორ სახელმწიფოსთან ლაქუცი ქმნის.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავლენდა.

„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს