უკრაინის საგარეო უწყება რობერტ ფიცოს პასუხობს - სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა გამოიყენოს

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომელმაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტის კონტექსტში „სპილოებს“ შორის დავაში უკრაინა „ბალახს“ შეადარა.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავლენდა.

„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა არის ბალახი სპილოებს შორის დავაში.

„გახსოვთ ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით კავდებიან, ბალახი ყოველთვის ზარალდება. როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი - ამ შემთხვევაში, უკრაინა - დაზარალდება“, - აღნიშნა ფიცომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს