CNN - თეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაში ყოფნა არ გამორიცხა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის ალასკაში პარასკევს დაგეგმილი სამიტის მონაწილედ არ დასახელებულა, თუმცა, თეთრმა სახლმა ზოგიერთ შეხვედრაში ზელენსკის მონაწილეობა არ გამორიცხა, - ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ჩართულობით ნებისმიერი რამ, სავარაუდოდ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მოხდება.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივ სამიტთან დაკავშირებით, თუმცა, ამჯერად თეთრი სახლი პრეზიდენტ პუტინის მიერ მოთხოვნილ ორმხრივ შეხვედრას გეგმავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს