ვასო ურუშაძე - ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და „3+3“ ფორმატზე, სადაც წამყვანი როლი პუტინს ჰქონდა, მაგრამ ირანში ისრაელისა და აშშ-ის სპეცოპერაციის შემდეგ, ეს ფორმატი ფაქტობრივად არის ჩაშლილი

ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე, რაც გამოიხატებოდა „3+3“ ფორმატით, სადაც წამყვანი როლი ჰქონდა მის ბუნებრივ მოკავშირეს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს ე.წ. სპეცოპერაცია ირანში, „3+3“ ფორმატი ფაქტობრივად არის ჩაშლილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნებოდა „3+3“ ფორმატი, იქნებოდა სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს გულისხმობდა, ეს იყო რუსეთისა და ირანის დაკავშირება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და რუსეთს ექნებოდა შესაძლებლობა ოკეანეზე გასვლის, რის შემდეგაც მოხდებოდა ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსების მითვისება და ამერიკული, ბრიტანული და ევროპული კომპანიების გაძევება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან.

„ეს ოცნება, პუტინის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, არის დასრულებული, დასრულებულია ივანიშვილის ოცნებაც და შესაბამისად, რჩება „3+3“ ფორმატიდან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ, მუშაობენ ახალ სატრანსპორტო დერეფნებზე, ახალ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რჩება პუტინი, ირანი და საქართველო ივანიშვილის მმართველობაში, რომელიც საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშია ამ კონკრეტულ ვითარებაში. თუმცა ჩვენ გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ ვიყოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ვიყოთ ლოგისტიკური-ეკონომიკური ჰაბი რეგიონში, ვიყოთ შვეიცარიული და სინგაპურული ეკონომიკური მოდელის ახალი პერსპექტივა კავკასიის რეგიონში, უბრალოდ ეს ყველაფერი ვერ მოხდება ივანიშვილის და კობახიძის მმართველობის პირობებში. მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის დღის წესრიგის დაბრუნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა, ინვესტიციების მოზიდვა და იმ პერსპექტივების რეალიზება, რომელიც ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ დღეს გვეძლევა“, - განაცხადს ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის