ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ელოდება, რომ ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება.

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა უსაფრთხოების კაბინეტმა პარასკევს ღაზის სექტორზე კონტროლის აღების გეგმა დაამტკიცა.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სამუშაო დაასრულოს და „ჰამასი“ დაამარცხონ ტყვედ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.

ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მიზანი ღაზას ოკუპაცია არ არის.

„ჩვენ გვინდა უსაფრთხოების სარტყელი ჩვენს საზღვართან, მაგრამ არ გვინდა ღაზაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი არ არის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ კვირას გვიან ღამით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისრაელის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ღაზაში ჰამასის დარჩენილ დასაყრდენებზე კონტროლის აღებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს