შსს - იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტკიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 “ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა