ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - საფრთხეშია იუნესკოს ძეგლი, ევაკუირებულია ასობით ადამიანი

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, კასტილია და ლეონის ავტონომიურ თემში, 850 მცხოვრები ტყის ხანძრის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი კვირას შუადღისას გაძლიერდა და რამდენიმე სახლი გაანადგურა. მეხანძრეები ხანძრის რამდენიმე კერის ჩაქრობაში არიან ჩართულები. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს, რაც, სავარაუდოდ, ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

„სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულ მცხოვრებელს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მათი მუშაობისთვის. გთხოვთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ“, - დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ზე.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი საფრთხეს უქმნის ლას-მედულასის ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელიც 1997 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი