გრიგოლ გეგელია - 17 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი გმირების ხსოვნას - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო

ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, შინდისის გმირების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლა რუსეთისგან გათავისუფლების მისაღწევად არის ღირსეული რამ.

„17 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი საქართველო, რომლისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, რომლისთვისაც მათ დათმეს ყველაზე მეტი, საკუთარი სიცოცხლე. ვფიქრობ, ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამ ბიჭებმა დაიწყეს ომი, რომელიც საქართველოს იზოლაციისკენ მიერეკება, ტოტალური საერთაშორისო გამოთიშულებისკენ და რომელიც რეალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ოკუპანტის ინტერესებმა გაიმარჯვოს, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ადგილას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა შევცვალოთ და აღვადგინოთ ის დაკარგული მახსოვრობა და ღირსება, რაც საქართველოს, ჩვენ ქართველებს, როგორც ერს ყოველთვის გაგვაჩნდა და მკაფიოდ, ყოველთვის ყველა ამბობდა, რომ ბრძოლა რუსეთისგან გათავისუფლების მისაღწევად არის ღირსეული რამ. ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელიც შავბნელ პროპაგანდად იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ ომის თემას, შემდეგ კი აქ მოდიან და ვითომ ქედს მოიხრიან ამ ბიჭების წინაშე...“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა