ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა - ისრაელი ერთ-ერთ მათგანს "ჰამასთან" კავშირში ადანაშაულებს

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.

„ალ ჯაზირამ“ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ანას ალ შარიფი ღაზას ერთ-ერთი უმამაცესი ჟურნალისტი იყო და რომ მასზე თავდასხმა „ღაზას ოკუპაციის მოლოდინში ხმების ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობა იყო“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს