მიხეილ ყაველაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან - ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს

ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა შინდისის გმირებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი მოზარდები სწორედ შინდისის გმირების თავდადებული მაგალითების საფუძველზე უნდა აღიზარდონ.

„ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო. მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მან არა მხოლოდ შინდისის გმირებზე, არამედ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ მებრძოლებზე და მათ გმირობაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო თითოეულ მათგანს, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ. ყველა ამ ადამიანს მინდა პატივი მივაგოთ, მარადიული ხსოვნა მათ. ეს იყო ადამიანების საქციელი საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, რომ ეს აღვნიშნოთ. შინდისის გმირები არის მარადიული მაგალითი. ჩვენი მოზარდები სწორედ მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ყველა ჩვენგანი ჩვენი სამშობლოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მათი ქმედება არის აუცილებელი, გამაერთიანებელი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი