კახა კალაძე - მეტროსადგური „ვარკეთილი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება

მეტროსადგურის გახსნის შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავარი არის დაპროექტება და ექსპერტიზის ჩატარება, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო გადავადდა. ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.სამშენებლო კომპანიები ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხნა განხორციელდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში