დონალდ ტრამპმა ფედერალურ მარეგულირებლებს ბანკების მხრიდან დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევების გამოძიება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს იმის გამოძიებას, ახდენენ თუ არა ბანკები კონსერვატორების და გარკვეული ინდუსტრიების, როგორიცაა იარაღის მწარმოებლები და კრიპტოვალუტის კომპანიები, დისკრიმინაციას, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აღმასრულებელი ბრძანება ეხება საკითხს, რომელიც ცნობილია როგორც „დებანკირება“, რაც გულისხმობს ბანკების მიერ ფიზიკური პირების ანგარიშების დახურვას ან გარკვეულ ინდუსტრიებთან ბიზნესის კეთებაზე უარის თქმას.

ტრამპმა წარსულში JPMorgan-ი და Bank of America-მ მისი და მისი კომპანიების დებანკირებაში, დაადანაშაულა, რასაც ორივე ბანკი უარყოფს.

ტრამპმა ფედერალურ საბანკო მარეგულირებლებს დაავალა, უზრუნველყონ, რომ ბანკები არ ახდენდნენ ფიზიკური პირების ან კომპანიების დისკრიმინაციას მათი პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების გამო. მან ასევე დაავალა საბანკო მარეგულირებლებს, გამოიძიონ, როდის განახორციელეს ბანკებმა დისკრიმინაცია და საქმეები 120 დღის განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტს გადასცენ.

Associated Press-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ამ ნაბიჯის გამო ბანკები, შესაძლოა, პოტენციური სამოქალაქო ან სისხლის სამართლის გამოძიების, ჯარიმების ან სხვა სასჯელების წინაშე აღმოჩნდნენ.

გამოცემა განმარტავს, რომ როდესაც ტრამპი და მისი პარტია „დებანკინგზე“ საუბრობენ, ისინი, როგორც წესი, გულისხმობენ ბანკების მიერ პირის ან კომპანიის ანგარიშების დახურვას, როდესაც მათ აღარ სურთ მათთან ბიზნესის კეთება. ბანკები, როგორც წესი, აცხადებენ, რომ ისინი ხურავენ ანგარიშებს ან უარს ამბობენ სესხების გაცემაზე, რადგან პირი ან ბიზნესი ძალიან სარისკოდ ითვლება. გამოცემის ინფორმაციითვე, საბანკო ინდუსტრია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ აქვს კონსტიტუციური უფლება აირჩიოს, ვისთან ჰქონდეს ბიზნეს ურთიერთობა, თუ ეს არ არღვევს ისეთ კანონებს, როგორიცაა „თანაბარი საკრედიტო შესაძლებლობების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონი ბანკებს უკრძალავს დისკრიმინაციას რასის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, სქესის და სხვა დაცული სტატუსების საფუძველზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება