კახა კალაძე - ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს

იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქირით უზრუნველყოფაზე უარი განაცხადეს.

„მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებლის პრობლემა აწუხებთ. იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს ანალოგიური პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო ოჯახებზე, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე მათი საკუთარი ხელით დაწერილი უარი გვაქვს. როდესაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე - მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო, მოვდივარ შენთან და გეუბნები, რომ უზრუნველყოფილი იქნები საცხოვრისით, გაძლევ თანხას, რომ იქირაოთ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე - უსახლკარო ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა, რისთვისაც, პირველ რიგში, აღნიშნული სტატუსის მიღებაა საჭირო.

„არის მეორე პროგრამა უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანების ფართებით დაკმაყოფილების. წლის ბოლომდე მუნიციპალური საცხოვრისით 400 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები ჰქონდეს, საცხოვრებელი სახლიც ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს, მაგრამ ვინც სოციალურად დაუცველია და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში