თბილისის მერი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, მეტროსადგურში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღისა და დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, აგვისტოს ბოლოს დასრულდება და მეტროსადგური მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.

„მიმდინარეობს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია. სადგური დღეის მდგომარეობით ვერ ახერხებს მგზავრების მიღებას, რადგან ვთქვით, რომ 45 დღის განმავლობაში დაიხურებოდა. ის სამუშაოები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შევძლებთ მგზავრების მიღებას. ამჟამად ხორციელდება თაღის გამაგრება, რათა კონსტრუქციებს, რომლებიც შემდეგ დამონტაჟდება, სამომავლოდ პრობლემები არ ჰქონდეს. მთლიანად სარემონტო სამუშაოების დასრულებას წლის ბოლოსთვის შევძლებთ და სადგური მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული მეტროსადგურები, რომლებიც საჭიროებენ განახლებას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად უკვე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა. ვფიქრობ, იქნება ძალიან დიდი დაინტერესება უცხოური კომპანიების მხრიდან, რომ მეტროსადგურები სრულად განახლებული და მოწესრიგებული გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისს 45 დღით დაიკეტა. ამ პერიოდში გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის.

აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო