დონალდ ტუსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ტუსკმა განმარტა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით „ბევრი შიში და იმედი აქვს“ და ამ კონტექსტში აღნიშნა ტრამპის „არაპროგნოზირებადობის ტაქტიკა, როდესაც საქმე სხვადასხვა ნაბიჯსა და მოქმედებას ეხება“.

ტუსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა არა მხოლოდ მის მიმართ სოლიდარობის, არამედ ევროპის უსაფრთხოების საკითხიცაა.

„პოლონეთისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით შეუძლებელია და რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში შეჭრით სარგებლის მიღების უფლება. დასავლეთი, მათ შორის ევროპული ქვეყნები, არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს, რომლებიც უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას უდრის“, - აღნიშნა ტუსკმა.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა გაუჩნდეს იდეა, რომ მას დაუსჯელად შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა ქვეყნების საზღვრებს.

პოლონეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.

„ისტორიიდან ვიცით - და პოლონეთი ხშირად იყო ამის მსხვერპლი - რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოლაპარაკებებში ამ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, შედეგები მძიმე იყო“, - აღნიშნა ტუსკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს