თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კაპანაძის 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ, ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საფუძვლით 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღევანდელ პროცესს შსს-ის წარმომადგენელი არ დასწრებია.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული ჯარიმა არ გააუქმა და ამით „რეჟიმის დირექტივას დაემორჩილა“.

მისი თქმით, საქმეში არსებული ვიდეოკადრები გზის გადაკეტვის პროცესში მის მონაწილეობას არ ადასტურებს.

„რეჟიმის მიერ გრძელდება პოლიტიკური ოპონენტების ფინანსური ტერორი და სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენება. დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა პროცესზე მოსვლაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, რადგან წინასწარ იცოდა შედეგი“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს გაუსწორდეს ყველას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის.

„ხვალ ნებისმიერი შეიძლება გახდეს სამიზნე, ამიტომ გამოსავალია უსამართლო მოსამართლეების დასანქცირება, ბრძოლის გაგრძელება და პოლიტიკური ცვლილებები ერთობით“, - აღნიშნა მან.

შსს გიორგი კაპანაძეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო