გიორგი ბაჩიაშვილი - უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა, ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით - ვერ შემაშინებთ

მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა - ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით , - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მის წინააღმდეგ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დაიწყო მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რის შემდეგაც, პირადი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მისი ციხეში წამება იგეგმებოდა, ქვეყანა დატოვა.

"დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?

ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა. როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.

შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.

ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს].

ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11 წლიანი სასჯელით",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ასევე, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაში, "2 აბზაციც არ არის ისეთი, სადაც მან არ მოიტყუა".

"[პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის ჩვენებაში 2 აბზაცსაც ვერ ნახავთ, რომ არ იტყუებოდეს",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 12 აგვისტოს 12 საათზე გაიმართება და განაჩენი გამოცხადდება. .

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია