ნიკა გვარამია - "ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ

საფიქრალია, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთისთვის ძალიან ცუდად ვითარდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ ცხადია ინფორმაციას ფლობს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

როგორც გვარამია “ფეისბუქ” პოსტში წერს, საქართველოსთვის ომის დაწყების გადაბრალება ერთადერთი შანსია, რომ საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

“ასევე, ცხადია, "ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ. არ გამოვრიცხავ, საერთოდ ისიც ქნან, რომ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ წულუკიანის "დასკვნის" და მის გამო დაწყებული "გამოძიების" საფუძველზე ან ამავე საფუძველზე ეს რუსეთმა ქნას.

ვინც არ იცის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ომის დანაშაულის გამოძიება არ ან ვერ ხდება რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარის მიერ”, - წერია გვარამიას წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს