დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.

„ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად მე ეროვნულ გვარდიას ვგზავნი. ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა ბანდებმა, კრიმინალებმა, მოხეტიალე ახალგაზრდების ბრბოებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა და უსახლკარო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დასაწყისისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხარდასაჭერად ეროვნული გვარდიის 800 წევრს გაგზავნის და ვაშინგტონს „ძალიან სწრაფად გაწმენდს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი