ადვოკატი აცხადებს, რომ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

ადვოკატი ამასთან დაზარალებული ოპერატორებისა და ჟურნალისტების სიას აქვეყნებს.

ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა, ვიდეომასალა კი 2 წლის განმავლობაში არ განხილულა.

"რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.

ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას (რუსული კანონის პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ.

დღემდე გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა 2 წლის თავზე.

დიდი შრომა დაგვჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღოთ აღნიშნულ პიროვნებებს (ნაწილს) საგამოძიებო ორგანოს მიერ.

მადლობა მედიაომბუდსმენის გუნდს კვალიფიციური და დიდი შრომის გაწევისთვის. (ილონა დიასამიძე, ჯანო ჭკადუა)

განსაკუთრებული მადლობა კი ნათია კაპანაძეს (Natia Kapanadze), რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით არის საქართველოდან, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით - საჭირო დროს.

19 ჟურნალისტისა და ოპერატორების სახელები და გვარები:

  1. ნიკოლოზ კოკაია
  2. მარი წაქაძე
  3. ალექსანდრე ქეშელაშვილი
  4. მამუკა მგალობლიშვილი
  5. მაია თეთრაშვილი
  6. ნიკა კოკაია
  7. მიხეილ გვაძაბია
  8. რატი მუჯირი
  9. გურამ მაისურაძე
  10. დეა მამისეიშვილი
  11. ზურაბი ჩხვირკია
  12. ნიკა საჯაია
  13. ჯამლეტ ბაკურიძე
  14. ირაკლი ბახტაძე
  15. სალომე ჩადუნელი
  16. გიორგი კვიჟინაძე
  17. დავით მანია
  18. ვახტანგ ქარელი
  19. თამარ გეგიძე",- აღნიშნავს ადვოკატი.
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს