დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს - ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის გავესაუბრები, ყველას იდეებს მოვისმენ

ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

„ორ ლიდერს შორის შეხვედრის მოწყობა მსურს. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ზელენსკი ამბობდა, კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღოო. მან ომისთვის და ყველას მოსაკლავად მიიღო თანხმობა, მაგრამ მიწების გასაცვლელად თანხმობა სჭირდება, რადგან გარკვეული მიწების გაცვლა მოხდება. ორივესთვის, უკრაინისთვის და რუსეთისთვის, კარგიც იქნება და ცუდიც. რუსებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. ვეცდებით, ამ ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან გამოკითხვის შედეგი ნახა, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 88%-ს შეთანხმების მიღწევა სურს.

„აქ იმისთვის ვარ, რომ ომი დავასრულო, რომელიც სხვამ დაიწყო. საბოლოოდ, ორივეს ერთ ოთახში მოვათავსებ, მე იქ ან ვიქნები, ან არა და ვფიქრობ, ეს მოგვარდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებს გაესაუბრება.

„მე ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. ყველას იდეებს მოვისმენ. მე სრულიად მომზადებული მივდივარ და ვნახავთ, რა მოხდება. მინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან სწრაფად ვნახო. მინდა, ეს დაუყოვნებლივ მოხდეს. იმედია, დიდ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს