სერგეი რიაბკოვი - ვიმედოვნებთ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას

მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მომავალი სამიტი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ბიძგს მისცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი შეხვედრა ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ ასეთი საკითხების გადაჭრის კუთხით (საჰაერო მოძრაობის აღდგენა). თუმცა ცხადია, რომ ლიდერები სრულიად სხვა თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ამავდროულად, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული რუსული დიპლომატიური ქონების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის.

შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს