პიტერ სიიარტო - ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟისთვის

ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიპყრობილი, რადგან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, სამიტის წინ არსებულ პოლიტიკურ გარემოებებზე რუსეთის ვიცე-პრემიერთან, დენის მანტუროვთან ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა. სწორედ ამიტომ მიესალმება უნგრეთი ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას“, - წერს სიიარტო.

მისი მტკიცებით, ომის მომხრე პოლიტიკოსები ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით. უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვის ან საბოტაჟის მცდელობები“, - წერს პიტერ სიიარტო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს