კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე - არსებულ სიტუაციას იყენებს და ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით შეფუთოს დანაშაული - რაც შეეხება მის ჩამოყვანას, უცხო ქვეყნიდან მოხდა, მოტაცებას ადგილი არ ჰქონია, რისი გამოძიება უნდა დაიწყოს?

ის [გიორგი ბაჩიაშვილი] იყენებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ პრობლემები, რაც იკვეთება, ხელის გულზე დევს. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პროკურატურის მხრიდან. ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

ის იყენებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული.

ციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე გავაკეთე განმარტება, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. უნდა მოხდეს გამოძიება, პენიტენციურმა გააკეთა განმარტებები, აღნიშნულზე მეტს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ დეტალებს, რასაც გამოააშკარავებენ.

რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 12 აგვისტოს 12 საათზე გაიმართება და განაჩენი გამოცხადდება. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე