კახა კალაძე - არ ვიცი სერიოზულად როგორ ვუპასუხო ხაბეიშვილს - ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოდგენილი პროგრამა, პროექტები, რომლის თაობაზეც გავესაუბრებით მოსახლეობას

არ ვიცი სერიოზულად როგორ ვუპასუხო ხაბეიშვილს, წარმოუდგენელია, რაღაც სისულელეს რომ იტყვის დავდგეთ და სერიოზულად ვუპასუხოთ - ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ყველას ვაჩვენებთ რის განხორციელებას ვაპირებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით კალაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ვინაიდან ეს რუსული სპეცოპერაციაა“.

„არ ვიცი სერიოზულად როგორ ვუპასუხო ხაბეიშვილს. წარმოუდგენელია, რაღაც სისულელეს რომ იტყვის დავდგეთ და სერიოზულად ვუპასუხოთ. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოდგენილი პროგრამა, პროექტები, რომლის თაობაზეც გავესაუბრებით მოსახლეობას. ყველას ვაჩვენებთ რის განხორციელებას ვაპირებთ“,- აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება.

„არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფელეს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუ რა პროექტები განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს ბევრი პრობლემა, გამოწვევები. გვაქვს სრული მზაობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ; კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო