კახა კალაძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე - რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს, უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას თაობზე ხელმოწერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, რეგიონისთვის მშვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება გაკეთდა. რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას. ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაციაა და, შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი