აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა და პუტინი ზეწოლას გრძნობს - რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შესაძლოა, მიწების გაცვლა მოხდეს, ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩება, მაგრამ თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, ეს ტრამპია

დონალდ ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა და პუტინი ზეწოლას გრძნობს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა თამაშის წესები უკვე შეცვალა. მან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის პირობები შექმნა, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო. დონალდ ტრამპმა პუტინზე რეალური ზეწოლა შექმნა. ამ ზეწოლის გარეშე პუტინი შეხვედრას არ დათანხმდებოდა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „შესაძლოა, მოლაპარაკებების ფარგლებში მიწების გაცვლა მოხდეს“.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შესაძლოა, მიწების გაცვლა მოხდეს. დათმობები იქნება. ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩება, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს პრეზიდენტი ტრამპია“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, კითხვაზე, 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ალასკაზე იქნება თუ არა, ჰეგსეტმა უპასუხა, რომ „შესაძლოა“.

„არ ვიცი. ვნახოთ, ჩემი განრიგი როგორი იქნება. შესაძლოა“, - უპასუხა პიტ ჰეგსეტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი