ანატოლი გიგაურის ადვოკატის განცხადებით, განაჩენს გაასაჩივრებს

ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება ნაწილობრივ შეფასებულ იქნას, მათ შორის პოზიტიურადაც, ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებს, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

„რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ანატოლი გიგაურს ჰქონდა გადააკვალიფიცირა. ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთ პირობებში მოსამართლე ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაწილობრივ შეფასებულ იქნას, მათ შორის პოზიტიურადაც, ბუნებრივია, ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით. თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება შედეგი.

ბუნებრივია, 4 წელსა და 2 წელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვიღაცისთვის პოზიტივია, თუმცა ჩავიბარებ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, რა თქმა უნდა, გიგაურთან შეთანხმებით აუცილებლად გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი