ადვოკატების ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან, თუმცა საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან.

აღნიშნული ინფორმაცია, ადვოკატებმა მოსამართლეს მიაწოდეს. ამასთან, ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.

მანამდე, პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნობა მოითხოვა. ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილმა კი აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, რომ ის თავად 3 მოწმეს აღარ გამოიძახებდა, ხოლო დანარჩენ 2 მოწმესთან დაკავშირებით პოზიციას ბრალდებულთან შეათანხმებდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ასევე, მოსამართლემ პროკურორებს მიმართა, რომ შემდეგი სხდომისთვის დასკვნითი სიტყვის სათქმელად მზად იყვნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ელგუჯა ავსაჯანიშვილის მიერ ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავა.

ასევე, მოსამართლემ გაძევებული ბრალდებულის რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზში არ დააბრუნა, თუმცა საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობის საშუალება მისცა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო