ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს - ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო იმან, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა მოკავშირეების მოსმენაზე უარს ამბობს.

„მან კიდევ ერთხელ გამიმეორა ის, რაც საჯაროდაც უთქვამს და ეს ნიშნავს, რომ თვალს ხუჭავს უდანაშაულო ხალხისთვის მიყენებულ შედეგებზე“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ენტონი ალბანეზეს ცნობით, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს.

ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ „ჰამასს“ არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს