თედო აბრამოვის საქმის პროკურორი - რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება? რადგან ბრალდებული წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ხელებს იქნევდა - ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნივთმტკიცებაზე ამოსული დნმ თედო აბრამოვს ეკუთვნის

ბრალდებულს ჩხრეკის ჩატარება არ უნდოდა. შეეცადა გაქცევას - რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება? რადგან ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ხელებს იქნევდა,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეო გადაღების გარდა, ასევე შეუძლებელი იყო ნეიტრალური მოწმის დასწრებაც, რადგან ახლოს არავინ იყო, ასევე ბრალდებულის მარტო დატოვებაც საშიში იყო, რადგან მას შესაძლოა მტკიცებულება გაენადგურებინა.

„მან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ინახავდა. ნივთიერება ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის დროს. გამოძიება დაიწყო, ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

როდესაც ადგილზე მისულ პოლიციელს აბრამოვის პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, ბრალდებულს ჩხრეკის ჩატარება არ უნდოდა. შეეცადა გაქცევას.

რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება? რადგან ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ხელებს იქნევდა, აქედან გამომდინარე მას ორი პოლიციელი აკავებდა, ასევე, ვერ მოხდა ნეიტრალური მოწმის დასწრებაც, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა. ასევე, შეუძლებელი იყო მისი დატოვება, რადგან შესაძლებელი იყო ნივთმტკიცებები გაენადგურებინა.

ის გაეცნო ჩხრეკის ოქმა და მოაწერა ხელი. ის მას შემდეგ დამშვიდდა, რაც მისი ქურთუკიდან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნივთმტკიცებაზე ამოსული დნმ თედო აბრამოვს ეკუთვნის.

ის, რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და დნმ ხელოვნურად დაიტანეს, ემყარება დაცვის მხარის ვარაუდს.

პოლიციელების თანამშრომლები ფაქტის უშუალო შემსწრე პირები არიან. მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი. სამართალდამცავი მუშაკის ჩვენებას ყოველთვის აქვს კავშირი საქმესთან. გააჩნია სანდოობის ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ საქმის მასალები არღვევდა ჩხრეკის ჩატარების სტანდარტს",- განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია