ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის გავლენას საქართველოს უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი ბრიტანეთის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტორი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს