მარკო რუბიო - პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა და აქედან არაფერი გამოვიდა - ის ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე უნდა მოუსმინოს მას, შეაფასოს - ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა

პრეზიდენტი ტრამპი პუტინს სამჯერ თუ ოთხჯერ ესაუბრა ტელეფონით და აქედან არაფერი არ გამოვიდა, ახლა პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეფასებითი შეხვედრაა. ასე აღვწერდი ამას. პრეზიდენტმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა. კარგი. და აქედან არაფერი არ გამოვიდა - ან, როგორც მინიმუმ, იქამდე არ მივედით, სადამდეც გვინდოდა მისვლა. ასე რომ, პრეზიდენტი ფიქრობს: “ეს ადამიანი [პუტინი] მაგიდასთან უნდა ვნახო”. პირისპირ უნდა ვნახო ის. ერთი-ერთზე უნდა მოვუსმინო მას. შეფასება უნდა გავაკეთო მისი დანახვით. და ადამიანებმა უნდა გაიგონ - პრეზიდენტ ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა… შეხვედრას იმისთვის მართავ, რომ რაღაცნაირად გაერკვე და შენი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ყველა ფაქტი მქონდეს. მინდა ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო. და პრეზიდენტს ამის გაკეთება სურს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის დაწყებიდან ძალიან მალევე გვეცოდინება ამ რაღაცას აქვს თუ არა წარმატების შანსი.

და პრეზიდენტი შესანიშნავი შეთანხმებების მიმღწევია… საოცარი მომლაპარაკებელია. უბრალოდ არ ვამბობ ამას - ის ნამდვილად არის. ადამიანური ბუნების გაშიფვრის უზარმაზარი ინსტინქტი აქვს. ასე რომ, მას ესმის როგორ ხდება ასეთ რაღაცებში ნავიგაცია… ასე რომ, მგონი პარასკევის შეხვედრა ასეთი ხასიათის იქნება და უკეთესი წარმოდგენა გვექნება ამაზე. მარტივი არ იქნება. ეს ომი ბევრს ნიშნავს პუტინისთვის. გასულ თვეს, რუსებმა ივლისში 60,000 ადამიანი დაკარგეს - არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები - მკვდრები”, - განაცხადა რუბიომ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო