26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს - შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო

ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებს.

„შიმშილობა ჩვენს თვალწინ ხდება. შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მისცეს. ყველა გამშვები პუნქტი და მარშრუტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად უნდა იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ლატვიის, იტალიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.

ასევე, განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს