ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო - რუსეთის მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს

ამ დროისთვის არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსები ომის დასრულებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს ომი უნდა დასრულდეს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო. რუსეთის მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან 30-ზე მეტი საუბარი გამართა, რომელთაც „განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ საერთო ხედვები აქვთ“.

„უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის საერთო ძალისხმევას, რომელთაც მშვიდობა სურთ, ნამდვილად შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს