ესტონეთი რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყებაში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ დიპლომატიური ნოტა გადასცეს.

„დიპლომატმა ესტონეთი უნდა დატოვოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ აპირებს შეეგუოს ჩვენი კონსტიტუციური წესრიგისა და შიდა სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, „დიპლომატი ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების, მათ შორის, სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას“.

„ამჟამად, აღნიშნული დანაშაულებისთვის სასამართლომ დამნაშავედ ესტონეთის ერთი მოქალაქე ცნო. რუსეთის საელჩოს მიერ ესტონეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში მიმდინარე ჩარევა უნდა დასრულდეს და დიპლომატის გაძევებით ვაჩვენებთ, რომ ესტონეთი საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მოქმედებებს არ დაუშვებს“, - აცხადებს მარგუს ცაჰკნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს