სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ფადეევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სერგეი ლავროვი პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ფადეევმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა