დონალდ ტრამპი - პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს - გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მედიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის „უსამართლო“ გაშუქებისთვის აკრიტიკებს.

„პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს. გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკულ მიწაზე იმართება, „პუტინმა უკვე მოიგო“. რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ ყველაფერში ვიგებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე გადასახადი არ არის!)“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ისინი, ვინც ყალბ ამბებს ავრცელებენ, ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია.

„ისინი ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია, რომლებსაც ალბათ ჩვენი ქვეყანა სძულთ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველაფერში ვიგებთ!“- წერს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა